Saturday, January 14, 2012

Weistec Engineering SLS AMG...


1 
ძალიან წარმატებულმა მრავალფუნქციონალურმა ამერიკულმა კომპანიამ და ტუნინგ ატელიემ Weistec Engineering-მა Mercedes-Benz SLS AMG-სთვის ახალი ტუნინგ პაკეტი შექმნა. ავტომობილის აღწერას იმით დავიწყებ, რომ კალიფორნიელმა ინჟინრებმა მისი ძრავისგან 750 ცხენისძალა გამოწურეს. გაინტერესებთ რისი საშუალებით შეძლეს მათ ასეთი შედეგის მიღწევა ? დავიწყოთ იმით, რომ ატელიემ 6,2 ლიტრი მოცულობის V ტიპის 8 ცილინდრიან ძრავს, 2,3 ლიტრი მოცულობის "ლოკოკინა", 2 მილიანი T6 ალუმინის გამწოვი მოდიფიცირებული საწვავის მიწოდების სისტემა, 30 ლიტრი მოცულობის ინტერქულერი, ახალი საბოლქვი სისტემა, სპორტული ჰაერის ფილტრები და კიდევ უამრავი წვრილმანი დეტალი დაუმატა. საწმუხაროდ უცნობია თუ რა შეუძლია ასეთი მონაცემების მქონე SLS AMG-ს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ყველა ზემოთ ნახსენები დანამატის და დარეფრეშებული  ECU-ს შემდეგ, Weistec Engineering-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, 750 ცხენისძალიანი Mercedes-Benz SLS AMG მიიღო. 
1 
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More