Wednesday, January 18, 2012

Mercedes-Benz G65 AMG ჯაშუშური ფოტოები..


1 
უკვე საიდუმლო აღარ არის ის, რომ AMG-ის ინჟინრები ლეგენდარული G-Class-ის 12 ცილინდრიან ვერსიაზე მუშაობენ, რომელიც უკვე არაერთხელ მოხვდა პაპარაცთა ობიექტივში. ამჯერად პაპარაცებმა ავტომობილი გერმანიაში კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რის შედეგადაც რამოდენიმე დეტალის შესახებ საუბარი უკვე შესაძლებელია. როგორც ახალ ფოტოებში ჩანს, ავტომობილს ექსტერიერში შეცვლილი აქვს გვერდითი სარკეები, ბამპერები და ოდნავ სხვა დიზაინის ცხაური. თუ არაოფიციალური წყაროების ინფორმაციას ვენდობით, ფლაგმანური G65 AMG აღჭურვილი იქნება ყველასთვის კარგად ნაცნობი, 6 ლიტრი მოცულობის V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც სავარაუდოდ 612 ცხენისძალა, ხოლო ბრუნი 1,000 ნიუტონმეტრი იქნება. ასევე ირკვევა რომ ძრავი ძალიან ეკონომიური იქნება, როგორც თავის ისტორიაში, ასევე კონკურენტებს შორის.
1 
ძალიან მაგარი გამავლობის ძვირადღირებული და ძალიან სწრაფი ყველგანმავლის ფასი სავარაუდოდ 250,000 ევროდან დაიწყება და ავტომობილის რაოდენობა არც თუ ისე დიდი იქნება.
აქვე მცირედს გეტყვით იმაზეც, რომ 2013 წლის G-Class-ი პირველი არ იქნება, რომელსაც შტუდგარდული კომპანია 12 ცილინდრიანი ძრავით აღჭურვავს, რადგან 2001-04 წლებში არსებობდა G63 AMG-ც, რომელისაც 444 ცხენისძალა და 620 ნიუტონმეტრი გააჩნდა. ამ სიმძლავრის ავტომობილი რომელიც 0-100 კმ/სთ-მდე 6,5 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმალურ 210 კმ/სთ-ს ავითარებდა ძალიან მცირე, 12 ეგზემპლარად გამოვიდა და დღემდე ძალიან ექსკლუზიურ და განსხვავებულ მოდელად ითვლება. 
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More