Monday, January 9, 2012

Inden Design Mercedes-Benz SLS AMG


1 
შეიძლება ითქვას რომ Mercedes SLS AMG უფრო და უფრო სასურველი ავტომობილი ხდება ტუნინგ ატელიებს შორის და ამჯერად ატელიე Inden Design-მა წარმოადგინა ზემოთ ნახსენები სუპერქარის მოდიფიცირებული ვერსია. დავიწყოთ ავტომობილი 6.2 ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავით, რომელიც ქარხნულად 571 ცხენისძალას და 650 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ახალი  ECU-ს, უჟანგავი საბოლქვი სისტემის, ახალი კატალიზატორებისა და ჩამხშობების დახმარებით  Inden Design-მა ავტომობილის სიმძლავრე 623 ცხენისძალამდე გაზარდა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, მის გასაუმჯობესებლად ატელიეს ბევრ არ უმუშავია, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს 20 დიუმიანი შავი ფერის სპორტული დისკები, რომლებიც ავტომობილს ნამდვილად განსხვავებულ იერს ანიჭებს.
1 
1 
1 
1 
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More