ყველამ იცით Mercedes-Benz-ის უახლესი 2013 SL-Class-ი, რომელმაც უამრავ ავტომოყვარულში და მათ შორის შტუდგარდული კომპანიის გულშემატკივრებშიც არადადებითი ემოციები გამოიწვია, თუმცა ეს მაინც გემოვნების საკითხია. ამჯერად გერმანულმა ავტომწარმოებელმა SL R231-ი დეტროიტის ავტო შოუზე წარადგინა.
ავტომობილი რომლის მთლიანი ჩონჩხი ალუმინისგან არის დამზადებული, ყველასთვის კარგად ნაცნობი როდსტერი SLK-სა და სუპერავტომობილი SLS AMG-ს ნაჯვარია. უფრო ზუსტად რომ ვქთქვათ ახალი თაობის SL-ს დიზაინის თვალსაზრისით უამრავი საერთო აქვს ზემოთ ნახსენებ 2 მოდელთან. ამ ყველაფერს ახალი ტიპის ცხაური, დიდი ზომის მაშუქები და ძალიან მსუბუქი სახურავეი ემატება, რომლიც დაკეცვა გახსნას 20 წამზე მცირე დრო სჭირდება.

თუ ავტომობილის წარმომავლობასა და კლასს გავიხსენებთ არ გაგიკვირდებათ ის ფაქტი, რომ მისი ინტერიერი ძალიან მდიდრულია. ამის მიზეზი უმაღლესი ხარისხის ტყავის მასალა, ძვირფასი ხის და მეტალის მასალები გახლავთ, რასაც თავისმხრივ დიდი ზომის დისფლეი, ხმოვანი ბრძენებები და უახლესი აუდიო სისტემა ემატება. სხვა ტექნოლოგიებზე საუბარი უბრალოდ ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ისეთი მოწყობილობები როგორიც არის აქტიური კრუიზ კონტროლი, ღამის ხედვის კამერები და კიდევ უამრავი დამხმარე სისტემა, (რომელთაც ერთად Driver Assist System ეწოდება), მერსედესის თითქმის ყველა მოდელშია მოთავსებული და ამ მხრივ გამონაკლისი არც ახალი როდსტერი გახლავთ.

რაც შეეხება ძრავთა გამას, ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ძრავია ხელმისაწვდომი რომელთაგან შედარებით მცირე ზომის, 3.5 ლიტრიანი, ატმოსფერული V ტიპის 6 ცილინდრიანი ძრავი გახლავთ, რომლის სიმძლავრეც 306 ცხენისძალასა და 370 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. SL 350-ის კაპოტქვეშ წარმოქმნილი ასეთი სიმძლავრე და მბრუნავი მომენტი ავტომობის საშუალებას აძლევს პირველი 100 კმ/სთ 5,9 წამში გაავითაროს, ხოლო 100 კილომეტრზე მხოლოდ 6,8 ლიტრი ბენზინი მოიხმაროს.
რაც შეეხება ამ ეტაპზე ყველაზე მძლავრ და სწრაფ SL 500-ს, ძალური დანადგარის სახით მას 4,7 ლიტრიანი ტურბირებული V8 ძრავი გააჩნია, რომელიც 435 ცხენისძალასა და გიგანტურ 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, რის შედეგადაც 0-100 კმ/სთ-მდე 4,6 წამში ჩქარდება.
რაც შეეხება R231-ის ამ ეტაპზე არსებული 2 მოდელის ფასებს გერმანულ ბაზარზე გეტყით, რომ SL 350 BlueEFFICIENCY-ს ფასი 19 %-იანი სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით 93,534 ევრო იქნება, ხოლო SL 500 BlueEFFICIENCY-ის ფასი, ისევ და ისევ სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით 117,096 ევრო იქნება.






0 comments:
Post a Comment