Friday, December 16, 2011

VÄTH V63 Supercharged - 680 ცხენით . . .


1 
ავტომობილი როემლსაც ეხლა თქვენ ხედავთ, Mercedes-Benz C63 Coupe AMG-ს ბაზაზეა შექმნილი. უფრო ზუსტად რომ გითხრათ ძალიან ცნობილმა გერმანულმა ატელიემ, Väth Automobiltechnik-მა წარმოადგინა ახალი ტუნინგ პაკეტი C63 AMG Coupe-სთვის, რომლის შემადგენლობაშიც უამრავი ცხენი შედის. ავტომობილი რომელსაც ატელიემ V63 Supercharged უწოდა, აღჭურვილია 6,2 ლიტრი მოცულობის, V ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ახალი წყლით გაგრილებადი სუპერჩარჯერის, ახალი სოფტის, ძრავის გაგრილების ახალი სისტემის, ახალი სპორტული კატალიზატორების, სპორტული საბოლქვისა და ჩამხშობების დახმარებით 680 ცხენისძალას და 840 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს (ჩვეულებრივ C63 AMG Coupe 487 ცხენსა და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს). ასეთი სიმძლავრის დახმარებით ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე 4 წამში ჩქარდება და ავითარებს ელექტრონულად შეზღუდულ 335 კმ/სთ-ს.  
1 
რა თქმა უნდა ასეთ სიმძლავრეს ავტომობილის ვიზუალური მხარეც უნდა შეეფერებოდეს. სწორედ ამიტომ ატელიემ ავტომობილს სრულიად ახალი სპლიტერიანი ბამპერი, ახალი შავი ფერის ცხაური, ახალი კაპოტი, ახალი ჩამხშობები, საბარგულის სპოილერი, 20 დიუმიანი დისკები და დიფუზორი დაუმატა. რაც შეეხება ინტერიერს, ცვლილებები მასში ცოტაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას ახალი ტყავის მასალა, ოდნავ მოდიფიცირებული საჭე, 360 კმ/სთ-თი აღჭურვილი სიჩქარმზომი და უამრავი კარბონის დეტალი დაემატა. ასევე უნდა აღინიშნოს ელ. კონტროლირებადი დაკიდების სისტემა, რომელიც ავტომობილს 20-65 მილიმეტრით დაბლა დაწევის საშუალებას აძლევს. 
ალბათ მოგეწონათ Väth Automobiltechnik-ის ახალი პროექტი, თუმცა მისი ფასი არც თუ ისე მიმზიდველია, რომელიც ავტომობილის გარეშე 64,308 ევროს მოიცავს.

1 
1 
1 
1 1
1 
1 
1 
1 
1 
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More