Friday, December 16, 2011

Mercedes SLS AMG-ს 650 ცხენისძალა ექნება


1 
Mercedes SLS AMG Black Series აუცილებლად გახდება კომპანიის ყველაზე მძლავრი, სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილის, რომლის შესახებაც ახალი ინფორმაცია რამოდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გერმანული ავტოჟურნალის, AutoBild-ის წყაროზე დაყრდნობით, სუპერქარის გაშავებულ ვერსიას, რომელიც 6,3 ლიტრიანი V8-ით იქნება აღჭურვილი, მაქსიმალური 650 ცხენისძალა ექნება, რისი დახმარებითაც ის 0-100 კმ/სთ-მდე 3,5 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდება და გაავითარებს ელ. ლიმიტირებულ 330 კმ/სთ-ს. უცნობია ოფიციალურია თუ არა ეს ინფორმაცია, თუმცა თუ გავიხსენებთ იმას, რომ AudoBild ყველაზე პოპულარული და სერიოზული ავტო ჟურნალია, ინფორმაცია სანდოდ მოგვეჩვენება. ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ავტომობილის სავარაუდო ფასი გერმანიაში გადასახადების გარეშე, 260,000 ევრო ($338,310 / £218,480) იქნება.
1  
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More