Saturday, December 10, 2011

Mercedes S600 Pulllman - ახალი ინფორმაცია


1 
ავტომობილის დაბადება ახლოვდება და მის შესახებ ინფორმაციაც უფრო ხშირად და ვრცლად ხდება ცნობილი. ამჯერად ინტერნეტ სივრცეში 2014 წლის Mercedes S600 Pulllman-ის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ცნობილი ხდება რომ Maybach 57-სა და 62-ს შემცვლელად სწორედ S600 Pulllman-ი მოგვევლინება, რომელიც ჩვეულებრივ S-Class-ზე საკმაოდ გრძელი, ჯამში 6,5 მეტრი იქნება. ასევე მცირედი განსხვავება იქნება ავტომობილის წინა და უკანა ნაწილის დიზაინში, რადგან S600 Pulllman-ს სხვანაირი მოყვანილობის მაშუქები ექნება. რაღა თქმა უნდა Pulllman -ს არც ინტერიერი ექნება ჩვეულებრივი S-ის მსგავსი, რადგან შტუდგარდელები მას ახალი უძვირფასესი ხის და ტყავის მასალით შემოსავენ, რასაც თავის მხრივ რეტროს სტილში შესრულებული წინა სავარძლები გაალამაზებს. ძალიან მდიდრული ავტომობილის კაპოტქვეშ, Mercedes-Benz-ი V ტიპის 12 ცილინდრიან ძრავს მოათავსებს, რომელსაც არაოფიციალური ინფორმაციით 552 ცხენისძალა ექნება. ამ მომენტისათვის სხვა ინფორმაცია უცნობია, თუმცა საინტერესო იქნება რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფრის შესახებ ? 
1 
1 
1 
1

0 comments:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More