B-Class W246
შესაძლოა ევროპაში მდიდრული კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა ისეთივე მზარდი არ არის, როგორც ეს მსოფლიოს სხვა ადგილებში, თუმცა ევროპული, კერძოდ კი გერმანული მდიდრული ბრენდები უფრო და უფრო ხშირად ამყარებენ გაყიდვების რეკორდებს. ამის მაგალითი დღევანდელი სტატია გახლდათ, რომელიც შტტუდგარდული Porsche-ს საუკეთესო გაყიდვებს ეხებოდა, რომელსაც კიდევ ერთი შტუდგარდული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი მოჰყვა. 1,25 მილიონი გაყიდული ავტომობილი, კომპანიის 125 წლიანი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა, რამაც რაღა თქმა უნდა კომპანიას ყველაზე დიდი შემოსავალიც მოუტანა რაც კი აქამდე ჰქონია.
C-Class W204
“Mercedes-Benz-ი გაყიდვების კომპონენტში შეტევას იწყებს” განაცხადა Dr. Wolfgang Bernhard-მა Daimler Board of Management-ის წევრმა. “ჩვენ ახალი მოდელებით და სამოდელო რიგირს კიდევ უფრო გაზრდით ნელ ნელა პირველობისკენ მივიწევთ" დაამატა მან. ალბათ უმეტესობამ იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ ამერიკასა და ჩინეთში ახალი საწარმოები გახსნა, რამაც თავისმხირვ უდიდესი როლი შეასრულა კომპანიის წარმატებულ გაყიდვებში. სწორედ აქედან გამომდინარე, მსოფლიოში პირველ (ყველაზე წარმატებულ), ჩინეთის ბაზარზე Mercedes-Benz-ი 2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს, რაც ჩინეთში მერსედესის ქარხანის გაფართოვებას მოხმარდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ჩინეთის ქარხანას, სადაც ამჯერად GLK compact SUV იწყობა, მაღალი გაყიდვებისა და დიდი მოთხოვნილების გამო, 2013 წლიდან C-Class-ის და E-Class-ის მოდელები დაემატება. გარდა ამისა ამავე წლიდან კომპანია (Beijing Benz Automotive) BBAC-ში აპირებს "Research & Development-ის" და ძრავების საწარმოს გახსნასაც.
ნუ გეგონებათ რომ 3 თავიანი ვარსკვლავი აქ გაჩერებას აპირებს, რადგან ჩინეთის გარდა კომპანია 2010-დან 2014 წლამდე ამერიკულ საწარმობში, (რომელიც Alabama-ს შტატში მდებარეობს), 2,4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას ჩადებს, რის შედეგადაც ალაბამაში წარმოებად M-, GL- და R-Class-ებს, 2014 წლიდან ახალი თაობის C-Class-ი, ხოლო 2015 წლიდან კიდევ ერთი, ამ დროისთვის უცნობი მოდელი დაემატება.
რაც შეეხება ევროპულ, უფრო ზუსტად კი გერმანულ საწარმოებს, 2011-2012 წლებში მთავარი გერმანული საწარმო, Untertürkheim-ში 1,5 მილიარდი ევროს მიიღებს რაც საწარმოს მოდერნიზაციასა და გაფართოვებას მოხმარდება.
აქვე დავამატებ რომ Untertürkheim-ი ერთადერთი საწარმო არ იქნება ევროპაში, რომელიც ინვესტიციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებს, რადგან, შტუდგარდული კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტიციას Ratstatt-ის ქარხანაში ჩადებს სადაც ახალი B-Class-ი იწყობა, ხოლო 800 მილიონ დოლარს Hungary-ს ქარხანას მოახმარს.
E-Class W212
S-Class W221
CL-Class W216
SL-Class R230f
SLK-Class R171 & R172
SLS AMG
R-Class
GLK-Class X204
M-Class W164 & W166
GL-Class X164






0 comments:
Post a Comment