517 ცხენისძალის ტოლი სიმძლავრის და 620 ნიუტონმეტრი მბრუნავი მომენტის მქონე Mercedes C63 AMG Black Series-ის სპორტულობაში და სისწრაფეში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს ძალიან აინტერესებს მისი შესაძლებლობები ისეთ ტრეკზე, როგორიც არის Nurburgring-ი. სწორედ ამ მიზნით, ერთ-ერთმა გერმანული ავტო ჟურნალის წევრებმა ავტომობილი Nürburging Nordschleife-ზე წრის დასაფიქსირებლად გაუშვეს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ავტომობილმა სრული ტრეკი 7 წუთსა და 46 წამში გაიარა, რითაც უკან მოიტოვა ისეთი "Track" ავტომობილები როგორიც Ferrari 599 GTB Fiorano, BMW M3 GTS და Lamborghini Gallardo Superlegera არიან. აქვე დავამატებ რომ შავმა სერიამ ჩვეულებრივ performance პაკეტით აღჭურვილ C63 AMG Coupe-ზე 15 წამით უკეთესი დრო აჩვენა.






0 comments:
Post a Comment